დააკვირდი პროგრამის MS Excel - ელექტრონულ ცხრილების - ბრძანებებს.მოიძიე ინსტრუმენტები, რომლითაც შეძლებ შეადგინო მიმდინარე თვის კალენდარი, დააფორმატე ცხრილი ისე, როგორც ეს ნიმუშზეა მოცემული.
- დასვენების დღეები წითლადაა მონიშნული;
- მიმდინარე თარიღის შესაბამისი უჯრა - ყვითელია;
- უჯრები კვადრატული ფორმისაა;
- კალენდარს გარშემო მსხვილი წითელი ჩარჩო აქვს შემოვლებული;
- უჯრების გარშემო ჩარჩოები ყვითელი, წყვეტილი ხაზებია;
- მონაცემები უჯრის ცენტრშია განთავსებული;
- სიტყვა "აპრილი" ცხრილის ოთხივე მხარესაა ჩაწერილი.
ჩაინიშნე , რომელი დავალების შესრულება გაგიჭირდა, რომელი ბრძანება ვერ მონახე. დაელოდე მასწავლებლის პრეზენტაციას და პასუხებს , ჩაასწორე შენი დაწყებული დავალება.
