მე-6 კლასელებმა დაამთავრეს მუშაობა კომპლექსურ დავალებაზე "ეს ჩემი ქალაქია . . . "
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა შეექმნათ შემეცნებითი პრეზენტაცია, რომელშიც ლოგიკური თანმიმდევრობით, შემოქმედებითად, ტექნოლოგიების გამოყენებით გადმოცემდნენ ინფორმაციებს ქალაქ თელავსა და თელაველებზე. მოგვეთხრობდნენ მნიშვნელოვან ფაქტებს საკუთარი ქალაქის შესახებ, მის ისტორიასა თუ ადგილმდებარეობაზე, კულტურასა თუ განათლებაზე, კოლორიტულ ადამიანებზე - მათზე, ვინც ქალაქის ისტორია შექმნა, ვინც თელავი მიმზიდველი და საინტერესო გახადა ...
მუშაობდა ოთხივე მე-6 კლასი, სულ 106 მოსწავლე, რომლებიც სამ-სამ კაციან ჯგუფებში იყვნენ განაწილებულნი
- ზოგი დამოუკიდებლად ქმნიდა ორიგინალურ ნაშრომებს;
- ზოგი ზარმაცობდა - „ვითომ მუშაობდა“;
- ზოგი ცდილობდა და ვერ ქმნიდა იმას, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა ;
_ ზოგი სხვის იდეას „ისაკუთრებდა“ , ან მხოლოდ ინტერნეტიდან „აკოპირებდა“ ტექსტებსა და ფოტოებს;
ასე შეიქმნა ნამუშევრები . . .
ნამუშევრბის შეფასების მოთხოვნა კი მკაცრი იყო:პროგრამა PowerPoint-ის შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოჩენილიყო, ვიზუალური მასალის დამუშავებისას ნასწავლი "ონლაინ" რედაქტორი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, პროგრამის ფარგლებშივე უნდა შექმნილიყო ორიგინალური ვიდეორგოლი. . .
ინფომრაციის ძიების, რედაქტირების, მასალის შემოქმედებითად დამუშავებისა და გადმოცემის უნარები ჯგუფებმა შესაძლებლობების ფარგლებში მოახერხეს.
რამდენიმე ნამუშევარს, რომლებიც დავალების მოთხოვნებს უფრო მეტად აკმაყოფილებდა, აქვე განვათავსებ.
6/3 კლასი - ჯგუფის წევრები: ნანაკა კოზმანიშვილი, თამარ ჯაშიაშვილი, დავით მეტრეველი, პრეზენტაცია
6/2 კლასი - ჯგუფის წევრები: ლიზი ფრანგიშვილი, ლილე ციციშვილი, ლილე ლაფაური, ილია ხიდეშელი , პრეზენტაცია
6/1 კლასი - ჯგუფუს წევრები: ნიკოლოზ რაზმაძე, მიშიკო ქურხული, ანდრია შოშიაშვილი, პრეზენტაცია