თემა: "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ . . . "
საკითხები, რომელზეც პასუხი თქვენს მიერ შექმნილ მრავალგვერდიან დოკუმენტში უნდა იძებნებოდეს:
- თელავის შესახებ მოკლე ინფორმაცია;
- თელავის გეოგრაფიული მდებარეობა;
- მეფე ერეკლე და მისი სახლმუზეუმი;
- თელავქალაქობა;
- ჩემი საყვარელი ადგილი თელავში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- დოკუმენტს უნდა ჰქონდეს თავფურცელი (სათაური, ავტორი) ; (1 ქულა)
- სარჩევი; (2 ქულა)
- გვერდები უნდა იყოს გადანომრილი; (1 ქულა)
- ინფორმაციის გადმოსაცემად გამოყენებული მასალის (ტექსტი, ფოტო) გამოყენების შემთხვევაში სქოლიოში მითითებული უნდა იყოს წყარო; (1 ქულა)
- ავტორის მიერ გადაღებული ფოტომასალის დამუშავება / გამოყენება ;(2 ქულა)
- ნამუშევრის შინაარსისა და გაფორმების ორიგინალურობა (1 ქულა)
- დასრულებული ნამუშევარი ელ.ფოსტის საშუალებით გადაგზავნილი უნდა იყოს მასწავლებელთან (1 ქულა)
- ნამუშევრის სიტყვიერი პრეზენტაცია .(1 ქულა)
პროექტზე მუშაობის პერიოდი 8.10 - 20.10
ნამუშევრების პრეზენტაციები: 21.10 - 25.10
