twitter
rss

 

    შეადგინე პრეზენტაცია შემდეგი პირობების დაცვით:

 ა)  I სლაიდი, ინფორმაციული (1 ქულა)

  • განათავსეთ სათაური "შეამოწმე შენი ცოდნა " ; 
  • ქვესათაურის ველში მიუთითე სახელი, გვარი; 
  • მხოლოდ ამ სლაიდზე გამოიყენე შენთვის მისაღები  დიზაინი  

ბ) II სლაიდი , მიზანი (3 ქულა)

  •  სასწავლო საგნებიდან ამოირჩიე 4 საგანი, მათ შორის  აუცილებლად გერმანული ენა, მათემატიკა , ორი საგანი საკუთარი სურვილით.  გააკეთე  საგნების ჩამონათვალი   (SmartArt ან გადანომრილი სიებით,  ან ცხრილით)
  • თითოეული საგნის დასახელებაზე შექმენი სწრაფი გადასვლის ბმული ისე, რომ მაუსით დაწკაპუნებისას შესაბამის სლაიდზე მოხდეს გადასვლა
  • უზრუნველყავი საგნის სლაიდიდან მე-2 სლაიდზე (სარჩევი) ასევე სწრფი გადასვლის ბმულით დაბრუნება
გ)  III - VI სლაიდები, შინაარსი (4 ქულა)
  • თითოეული საგნის სლაიდი გააფორმე საგნისთვის შესაბამისი დიზაინით
  • სლაიდზე განათავსე შეკითხვა
  • განათავსე შენს მიერ დასმული შეკითხვის ერთი სწორი პასუხი და ორი მცდარი პასუხი
  • სწორი პასუხის არჩევის შემთხვევაში ეკრანზე უნდა გამოვიდეს შეტყობინება " სწორია", მცდარ პასუხზე დაწკაპებისას კი  შეტყობინეა - არ არის სწორი

დ) VII სლაიდი

მადლიერება მსმენელების მიმართ, მაგალითად ასეთი ტექსტი "გმადლობთ ყურადღებისთვის" ,   სლაიდი  გააფორმე შენი გემოვნებით. (1 ქულა)

ე) ნამუშევარი გადააგზავნეთ მასწავლებელთან ელ.ფოსტით (1 ქულ)

გისურვებთ წარმატებებს! 

0 comments:

Post a Comment