პროექტი:" გააციფრულე . . . " ქართული ხალხური გამონათქვამები, იგავები, საინტერესო და შემეცნებითი ფაქტები, კიბერსუაფრთხოების წესები . . .
მოთხოვნა ასეთია:
- ირჩევთ ერთ -ერთ მათგანს, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი და ქმნით ორიგინალურ ციფრულ ამბავს ვიზუალური პროგრამირების გარემოში scratch
- მაქსიმალურად იყენებთ ნასწავლ ბლოკებს
- გადმოსცემთ შინაარს ლოგიკური თანმიმდერობით
- ანიმაციის ბოლო ფონზე განათავსებთ ამბის ძირითად დედააზრს მოკლედ და სხარტად ანდაზის/გამონათქვამის/წესის სახით
- პირველ ფონზე განათავსებთ ანიმაციის ავტორის სახელსა და გვარს.
აქვე დავდებ გამონათქვამებს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია.
- კაი ამხანაგობა კაი ძმობის დარიაო.
- ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.
- ჭკუა-გონებას ასპარეზი დიდი და ვრცელი აქვსო.
- რაც მოგივა დავითსაო ყველა შენი თავითაო
- სამართალმა პური ჭამაო.
- გადადებული საქმე ეშმაკისააო.
- ზარმაცი და ავყია, წუთისოფლის ბარგია.
- ჭიანჭველა პატარაა, მაგრამ მთებს ანგრევსო.
- ვინც მოითმენს - ის მოიგებს.
- ადამიანი ადამიანის წამალიაო.
- კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო
- ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო
ინტერნეტში უსაფრთხოდ მუშაობის წესებს:
- არ გასცეთ პირადი ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების სამსახურების დასახელებები და ტელეფონები, თქვენი სკოლის მისამართი და ნომერი ან დასახელება, მშობლის ნებართვის გარეშე.
- 2. არ გაუგზავნოთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს თქვენი ფოტო ან რაიმე სხვა საბუთი თქვენს მშობლებთან შეთანხმების გარეშე. იყავით ფრთხილი, რადგან ვიღაცამ თქვენი ფოტოები შეიძლება ბოროტად გამოიყენოს.
- 3. არ დათანხმდეთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას თქვენი მშობლების თანხმობის გარეშე. თუკი თქვენი მშობლები შეხვედრის ნებას დაგრთავენ, ამ ადამიანს ხალხმრავალ ადგილას შეხვდით და შეხვედრაზე მშობლებთან ერთად წადით.
- 4. არ უპასუხოთ ისეთ მესიჯებს, კომენტარებს, რომლებიც თავს უხერხულად გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, აგაფორიაქებთ. თუ ვინმე ასეთ მესიჯს გამოგიგზავნით, ეს თქვენი ბრალი არაა და მაშინვე მოუყევით ამის შესახებ თქვენს მშობლებს.
- 5. არ დადოთ ინტერნეტში თქვენი ან თქვენი მეგობრების უხერხული, გამომწვევი ფოტოები. ეს ცუდი ადამიანების, მოძალადეების ყურადღებას მიიპყრობს.
- 6. მაშინვე უთხარით მშობლებს, თუკი ისეთ ინფორმაციას გადააწყდებით, რომელიც თავს ცუდად, გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, შეგაშფოთებთ, შეგაშინებთ, უხერხულობას გაგიჩენთ.
- 7. აუცილებლად დაეკითხეთ ნებართვა თქვენს მშობელს, მასწავლებელს, სანამ ახალ პროგრამას, რაიმე თამაშს გადმოიწერდეთ, ან რამე ისეთს გააკეთებდეთ, რამაც შეიძლება თქვენი კომპიუტერი დააზიანოს, თქვენ ან თქვენი ოჯახის პირად ინფორმაციას საფრთხე შეუქმნას.
- 8. დაიცავით ოჯახის წესები - მშობლებთან შეათანხმეთ დღე, დრო, ხანგრძლივობა, თუ როდის და რამდენ ხანს შეიძლება ინტერნეტით სარგებლობა, ასევე - რომელ საიტებზე შეიძლება შესვლა.
- 9. ინტერნეტსივრცეში იყავით მოწესრიგებული ადამიანი - არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მოუტანს ან რაც კანონის დარღვევად, დანაშაულად ითვლება.
- 10. თქვენი მშობლების გარდა, არავის გაუმხილოთ თქვენი ინტერნეტ „პაროლები“.
მუშაობის დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით შეფასების კრიტერიუმებს