პროექტის ფარგლებში უნდა შექმნათ მრავალგვერდიანი დოკუმენტი თემაზე
"ჩემი ქალაქი"
დოკუმენტში განათავსეთ შემდეგი თემები:
- მდებარეობა;
- ისტორია;
- ძველი თელავი;
- ქალაქის ისტორიული გალავნი ;
- მეფე ერეკლე;
- ერეკლე მეფის ძეგლი;
- ერეკლე მეფის მუზეუმი;
- ახალი თელავი.
გაითვალისწინეთ!
თემების შინაარსი უნდა იყოს მოკლედ და სხარტად გადმოცემული, ინტერნეტწყაროებიდან პირდაპირ დაკოპირებული მასალა არ მიიღება! ბეჭდვით და ინტერნეტწყაროებიდან მოგროვილი მასალა დაამუშავეთ ჯგუფის წევრებმა და დაწერეთ თემის შესაბამისი მოკლე ინფორმაცია 2/3 აბზაცი;
ფოტო მასალა შექმენით თქვენ, გადაიღეთ სურათები და დაამუშავეთ ისინი, განათავსეთ დოკუმენტში თემის შესაბამისად.
ტექნიკური მოთხოვნები და შესაბამისი შეფასებები:
დოკუმნეტი უნდა იყოს დაფორმატებული ნასწავლი მასალის გამოყენებით.
დოკუმენტის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს:
- თავფურცელს (1 ქულა);
- სარჩევს (1 ქულა);
- გვერდების დანომრას (1 ქულა);
- კოლონტიტულებს(1 ქულა);
- სქოლიოს(1 ქულა), რომელშიც მითითბულ.ი იქნება პროექტზე მუშაობისას გამოყენებული წყაროები.
- დოკუმენტში უნდა იყოს ჩასმული ვიზუალური მასალა :სურათები; საჭიროების შემთხვევაში ცხრილები, სქემები (1 ქულა)
- ტექსტის შინაარსი გადმოცემული უნდა იყოს ორიგინალურად ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით (1 ქულა);
- დოკუმენტი უნდა გადმოაგზავნოთ მასწავლებელთან მისამართზე : gigauri.lali@teachers.gov.ge - (1 ქულა)
ასევე ფასდება
- ჯგუფის მუშაობა - თანამშრომლობა, დავალებების სწორად გადანაწილება - (1 ქულა);
- პროექტის პრეზანტაცია (1 ქულა)