twitter
rss

  


  • კომპლექსური დავალება scratch ში 
კომპლექსური დავალების პირობა: 

გიყვარს სათავგადასავლო ფილმების, ანიმაციების ყურება? გიზიდავს სხვისი საინტერესო და დაუჯერებელი ამბების მოსმენა? ალბათ ხშირად შენც ოცნებობ ასეთი თავგადასავლის მთვარი გმირი გახდე და კოსმოსური ხომალდით იმოგზაურო პლანეტებზე, ან დაიპყრო წყალქვეშა სამყარო ან ზებუნებრივ ძალები შეიძინო და არწივზე მაღლა აფრინდე, კენგუროზე სწრაფად ირბინო, მაიმუნზე მოქნილად იხტუნო ტოტიდან ტოტზე ... შენ ოცნებებს ვირტუალურ სამყაროში აისრულებ. მთავარია,  მოიფიქრო რაზე გსურს შექმნა ამბავი, ვინ იქნებიან შენი პერსონაჟები და რა თვგადასავალი გადახდებათ მათ. 
შენ ციფრულად უნდა გადმოსცე ეს ისტორია.

 პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის
➢ შეარჩიე პერსონაჟები scratch -ის სპრაიტების ბიბლიოთეკიდნ, საჭიროების შემთახვევაში გააკეთე მათი რედაქტირება; 
➢ ჩამოწერე მოქმედებების თანმიმდევრობა, რაც შენმა გმირებმა უნდა შეასრულონ 
➢ შეარჩიე ან შექმენი ამ მოქმედებების შესაბამისი ფონი / სცენა 
➢ თავიდან გადაიკითხე შენი დაწერილი სცენარი. საჭიროების შემთხვევაში შეცვალე ისე, რომ მოარგო შენს შერჩეულ პერსონაჟებს და ფონს; 
➢ მოიფიქრე დიალოგი პერსონაჟებისთვის, 
➢ თარგმნე დიალოგი შენთვის მისაღებ ენაზე (ინგლისური, გერმანული ), 
➢ გამოიყენე ტექსტისა და ხმის ჩაწერის კოდები და აამეტყველე პერსონაჟები; 
➢ აამოძრავე შენი პერსონაჟები, გამოიყენე მოძრობის განყოფლებიდან კოდები, ასევე სასრული და უსასრულო ციკლები 
➢ შეინახე კოდი 
➢ გაუზიარე შენი შექმნილი ანიმაცია კლასს და დაელოდე მათ კომენტრებს. 

იდეები და თემები ციფრული ისტორიებისთვს





0 comments:

Post a Comment