ყურადღებით გაეცანით კომპლექსური დავალების პირობას.
ჯგუფების წევრებმა გადაინაწილეთ საკითხები, დაგეგმეთ დავალების შესრულების გრაფიკი. ნამუშევრის ჩაბარების პერიოდი 27-30 ნოემბერი
თემა: „ეს ჩემი ქალაქია . . .“
შემეცნებითი პრეზენტაციის მომზადება მშობლიურ ქალაქზე/სოფელზე.
პრეზენტაციაში წარმოდგენილი
უნდა იყოს ბეჭდურ /ინტერნეტ წყაროებში, ასევე ინტერვიუების მეთოდით მოძიებული მასალები ქალაქის
- ადგილმდებარეობის
- ისტორიის
- კულტურის
- განათლების
- საინტერესო ადამიანების შესახებ
შეგიძლიათ დაამატოთ საკითხები, მაგალითად სპორტზე, დასვენების,
გასართობ ან ტურისტულ ადგილ - მდებარეობების შესახებ და ა.შ.
ვიზუალური მასალა უნდა იყოს თქვენს მიერ მომზადებული (ფოტო, ვიდეო)
ან შექმნილი და დამუშავებული სპეციალური ფოტო/ვიდეო რედაქტორების საშუალებით.
პრეზენტაციის შინაარსი უნდა ეფუძნებოდეს ავტორიტეტულ
წყაროებს, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს ორიგინალური,
უნდა ჩანდეს თქვენეული ხედვა, თქვენი დამოკიდებულება .
არ დაგავიწყდეთ, ბოლო სლაიდზე გამოყენებული ლიტერატურის / წყაროს მითითება.
პ.ს. პრეზენტაციას შეგიძლიათ დაურთოთ ხმა, მუსიკა, შეინახოთ ვიდეო ფორმატით. პრეზენტაცია უნდა აიტვირთოს „ღრუბლოვან სერვისებზე“ და გაზიარდეს მასწავლებელთან.
გისურვებთ წარმატებებს!
საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება ბლოგზე, ასევე მოხდება მათი წარდგენა სასკოლო საზოგადოების წინაშე, ხოლო ავტორებს გადაეცემათ სერთიფიკატები. <3
