twitter
rss

 

       გააგრძელეთ მუშაობა კომპლექსურ დავალებაზე , რომლის პირობა მოცემულია ამავე ბლოგზე პოსტში  https://telavi9-pupils.blogspot.com/2023/11/6.html 

ნამუშევარი სრულყოფილი რომ გახადოთ, ჯგუფებმა გამოიყენეთ თვითშეფასების კითხვარი, ჩამოტვირთეთ ფაილი, შეინახეთ ჯგუფის სამუშაო კომპიუტერში, დოკუმენტს დაარქვით სახელად " მიმდინარე თარიღი", მაგალითად, "20 ნოემბერი",   ცხრილის ბოლო სვეტში ჩაინიშნეთ რა გაქვთ გაკეთებული და რა დაგრჩათ გასაკეთებელი. 

სწორად დაგეგმეთ დარჩენილი სამუშაო დრო, რომ წარმატებული იყოს თქვენი პრეზენტაცია. 👏

თვითშეფასების კითხვარს აქაც დავდებ:

კომპლექსური დავალების თვითშეფასების კითხვარი

 

კომპლექსური  დავალების საბოლოო პროდუქტია პრეზენტაცია. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოწერილია ის მოთხოვნები, რასაც პრეზენტაცია   უნდა აკმაყოფილებდეს, ჯგუფებმა შეამოწმეთ რა დაგრჩათ შესასრულებელი დავალების წარდგენამდე:

 

 

მოთხოვნები

შესრულების მონიტორინგი

შენიშვნა

1.        

პრეზენტაცია ორგანიზებულია - აქვს საინფორმაციო სლაიდი(სათაური, კლასი, ჯგუფის წევრების სახელები და გვარები); გამოკვეთილია მიზანი, შინაარსი ლოგიკური თანმიმდევრობითაა გადმოცემული

 

2.        

პრეზენტაციის შინაარსი თემატურადაა გადმოცემული - ჩასმულია სარჩევი,  საკითხების ჩამონათვალი) რომლებთანაც დაკავშირებულია შესაბამისი თემები, საჭირო სლაიდზე გადასვლა ხდება Action ბრძანების გამოყენებით) 

 

3.        

ვიზუალური მასალა  ჯგუფის წევრების მიერაა გადაღებული, დამუშავებული ონლაინ რედაქტორის გამოყენებით  - fotoram.io პროგრამის გამოყენება

 

4.        

ვიზუალური მასალით შექმნილია პატარა ვიდეო კლიპი. ვიდეო პრეზენტაციაშია განთავსებული!

 

5.        

პრეზენტაციის შინაარსი ორიგინალურადაა გადმოცემული, სლაიდებზე განთავსებულია მხოლოდ ძირითადი, მნიშვნელოვანი საკითხები და თეზისები

 

6.        

პრეზენტაცია ატვირთულია one drive ში, საქაღალდეში, რომელიც მასწავლებელთანაა გაზიარებული

 

7.        

პრეზენტაციის მომზადებისას ჯგუფის ყველა წევრი ღებულობს მონაწილეობას, გადანაწილებულია დავალებები, წევრები პოზიტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან

 

 

P.S. გაითვალისწინეთ, რომ ნამუშევრის წარდგენას ჯგუფი ახდენს, წინასწარ მომზადებული უნდა გქონდეთ ვინ რა კუთხით წარადგენს პრეზენტაციას.

 

 


0 comments:

Post a Comment